|
|
|
|
|
სამხატვრო სალონი “იკებანა” გიწვევთ პრეზენტაციების, გამოფენების, პოეზიის საღამოების, დღესასწაულების, იუბილეების, კარნავალების და საქმიანი შეხვედრების მოსაწყობად.
სალონში არის მუსიკალური ცენტრი, კარაოკე, პიანინო და გიტარა. არის 10 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის საკარნავალო სამოსი, სამეფო და სადედოფალო გვირგვინები, ნიღბები. მუდნივად არის ხელნაკეთი გამოფენა-გაყიდვა, შეკვეთების მიღება.
შესაძლებელია ლანჩის, საუზმის და სადილის შეკვეთა; მენიუ შერჩევითია. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ სალონის დაგირავება, დარბაზი გათვალისწინებული 50-60 კაცზე, თანხა შეთანხმებით.
არსებული დარბაზი თავისი ლამაზი და მომხიბლავი ინტერიერით სულიერ სიმშვედისა და კარგ განწყობილებას მოგანოჭებთ.
“იკებანას” ხელმძღვანელი - მარინე ჯაფარიძე, ექიმი, მედ.მეც. კანდიდატი, ხელოვანი, მწერალი, ფლორისტი, 4 შვილის დედა და 3 შვილიშვილის ბებია; 15 სამეცნიერო შრომის ავტორი, ორი წიგნის: “ჩვენთან იწყება სიცოცხლე” და “ხავერდის ვარდები”; ზღაპრის “ნეკა ბიჭის” ავტორი.
ჰქონდა პერსონალური გამოფენა - “ქარვასლა”, “გაერო”, “ცისფერი გალერეა”. ამჟამად მონაწილეობდა ხელოვამ ექიმთა, ფლორისტთა გამოფენაში, 2000-2004 წლებში.
მისი ნამუშევრები - თოჯინები - ინახება კერძო კოლექციონერთან გერმანიში.
მისი ნამუშევრები შესროლებულია ბუნებრივი მასალით, რის გამოც სალონ “იკებანაში” არის საოცარი სილამაზე, სიფაქიზე და სულიერი სიმდიდრე.
მისამართი: მაჩაბელის ქუჩა №16, თბილისი, საქართველო. ტელეფონი: 8 (995 32) 939-129,
8 (995 32) 995-222
|
|
|
|
|